2020-11-29 19:20:21, 605 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე : არსებობს რაღაცები, რაც თანაზომადი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა
„არსებობს რაღაცები, რაც თანაზომადი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს რეფორმა პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმებული და ხელ მოწერილია.
„ჩემი აზრით არსებობს რაღაცები, რაც თანაზომადი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების.
მაგალითად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა, თავისი გარანტიებით, ცხადია, რომ ეს რეფორმა ისე ჩატარდება, როგორც ამაზე ხელი მოვაწერეთ პარტიებმა.
ასევე ეკონომიკის რეფორმების პაკეტი, რომელიც შეთანხმებულია პოლიტიკურ პარტიებს შორის,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,