07:22 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 17:23:26, 643 ნახვა

საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქცია იმართება

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაში მონაწილე ადამიანების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს ერთიანი თანხმობის დოკუმენტი სახელწოდებით „თავისუფლების გრაგნილი“ და ხელმოწერებიც დააფიქსირეს.

აჭარაში გამართულ აქციას შეუერთდნენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც, ისინი შეზღუდვებს აპროტესტებენ, რადგან ამის გამო მათ სამსახური დაკარგეს.

„ჩვენ განმეორებითი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ვითხოვთ, როგორც საქართველოს პარლამენტის ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს, რადგან ჩვენ ბათუმელები ღირსი ვართ მრავალპარტიული უმაღლესი საბჭო, გვყავდეს“, - აცხადებს ფორმულასთან საუბრისას ერთ-ერთი აქციის მონაწილე.

„ვაპროტესტებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყალბებულ არჩევნებს და არ შევეგუებით თამარ ჟვანიას მიერ დაწერილ იმ პროცენტებს, რომელიც უკანონოდ მიიღეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics