|
2020-11-20 12:59:04, 3514 ნახვა
ISFED საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 21 ნოემბერს იმართება, 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით დააკვირდება. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია მეორე ტურზე ლიმიტირებული იქნება - უკონკურენტო საარჩევნო გარემოსა და კორონავირუსის შემთხვევების დრამატულად ზრდის მიზეზების გათვალისწინებით. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით გამართულ ნაწილში 30 მაჟორიტარული ოლქიდან პირველ ტურში გამარჯვება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მოიპოვა, შესაბამისად, დარჩენილი 17 მანდატის მოსაპოვებლად მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტური ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზეა დანიშნული, რომლებიც უარს აცხადებენ როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება ძირითადად გამოიწვია 31 ოქტომბრის კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილმა დისბალანსმა, გადასწორებულმა შემაჯამებელმა ოქმებმა და საუბნო კომისიის წევრების ზეპირი ახსნა-განმარტებების საფუძველზე შედგენილმა შესწორების ოქმებმა, რომლებთან დაკავშირებული საჩივრების კრიტიკულად მაღალი რაოდენობა საოლქო საარჩევნო კომისიების[1] და სასამართლოების[2] მიერ არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა. საარჩევნო ადმინისტრაციის უარმა, გადაეთვალა პრობლემური საარჩევნო უბნები, კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები შედგენილი შესწორების ოქმების სანდოობასთან დაკავშირებით და გაამძაფრა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)