23:21 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 09:51:27, 658 ნახვა

საზოგადოება
ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გუშინ განუცხადა.

"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, რომ ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც ასეთ შემთხვევებში სავალდებულოა",- განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება დაჭრილ ქართველ სერჟანტს, ხიდაშელის თქმით, იგი სამკურნალოდ უკვე გერმანიაშია გადაყვანილი.

„ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორეს შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics