|
2015-09-24 14:33:16, 619 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „თელიასონერას“ ხელმძღვანელობასთან კომპანიის ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება განიხილა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „თელიასონერას“ რეგიონულ ხელმძღვანელებს - ევრაზიის რეგიონის პრეზიდენტს, ერიკ ჰალბერგს და კომპანიის ევრაზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტს ემილ ნილსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე კომპანია „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე დაესწრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია „თელიასონერას“ საქართველოში საქმიანობას და მის გეგმებს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის კუთხით. ასევე, „თელიასონერას“ ხელმძღვანელობამ შეხვედრაზე ისაუბრა გადაწყვეტილების შესახებ, დაიწყოს ევრაზიის რეგიონში (ყაზახეთი, საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ნეპალი) ოპერირების შემცირების, ხოლო, დროთა განმავლობაში მთლიანად დატოვების პროცესი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას კომპანიის ოპერირებაზე. „ჯეოსელის“ საქმიანობა, ინიციატივები და პროექტები გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. წლების განმავლობაში „ჯეოსელი“ „თელიასონერას“ ჯგუფის ფარგლებში წარმატებულად წარმართავდა გრძელვადიან საქმიანობას და ქვეყანაში ახორციელებდა პასუხისმგებლობით სავსე ბიზნეს-პრაქტიკას, რაც მომავალშიც იგივე მიმართულებით გაგრძელდება. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ჯეოსელი“ საქართველოში მომავალშიც აქტიურად იმუშავებს, მეტიც, კომპანია ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. „თელიასონერას“ რეგიონულმა ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატით და აღნიშნეს, რომ „ჯეოსელი“ საქართველოში მისი საქმიანობის გაფართოებას აპირებს, კერძოდ, კომპანიის ინფრატრუქტურის განვითარებაში მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჩაიდება მყარ ვალუტაში. როგორც „თელიასონერას“ და „ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა აცხადებს - კომპანიას გააჩნია სრული ამბიცია, რომ ნებისმიერი ინვესტორისთვის დღევანდელი სახით არსებული „ჯეოსელი“ არის ძლიერი ფინანსური მდგომარეობის, ჩამოყალიბებული მიზნებისა და ღირებულებების მქონე კომპანია, რომელიც კვლავაც დარჩება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი თანამონაწილე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)