|
2015-09-22 15:45:51, 1245 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ ჯარს გამოიყენებს
უნგრეთი მიგრანტების კრიზისის მოსაგვარებლად და მათზე კონტროლის გასაძლიერებლად ჯარს გამოიყენებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. ამიერიდან სამხედროებს პოლიციის დასახმარებლად არალეტალური იარაღის გამოყენება შეეძლებათ: რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და კვამლის ყუმბარების. გარდა ამისა, ჯარი მესაზღვრეებს ქვეყნის საზღვრების დაცვაში დაეხმარება და ხორვატიის საზღვარზე, საიდანაც მიგრანტები უნგრეთში შეღწევას ცდილობენ, კედელს ააშენებს. როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა იშტვან სიმიჩკომ განაცხადა, ჯარი ქვეყნის საზღვრებზე იარაღით ხელში დადგება, თუმცა იარაღს მხოლოდ მიგრანტებისგან თავდაცვისთვის გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ათეული ათასი მიგრანტი სერბეთსა და ხორვატიაში არის გაჩერებული. ისინი უნგრეთის გავლით შვედეთში, გერმანიას და ავსტრიაში გამგზავრებას ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)