16:39 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 11:16:49, 452 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მისაღებად 4639 ადგილია მობილიზებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დამატებით 6616 საწოლის მობილიზაციის რესურსი არსებობს.

მისივე თქმით, კოვიდთან ბრძოლაში შესაძლოა, კიდევ 15 საავადმყოფო ჩაერთოს.

„დღეს ქვეყანაში გვაქვს 1709 კოვიდ დადებითი შემთხვევა, ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი, იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც დღესდღეობით ჩართულია, კოვიდპანდემიის მართვაში და ასეთი არის 57 საავადმყოფო, მობილიზებულია 4639 ადგილი. ასევე, ჩვენ გვაქვს დამატებითი რესურსი, რომ მობილიზაცია გავუკეთოთ 6616 საწოლს. არსებობს გარკვეული გეგმა, რის შემდეგაც შეგვიძლია ჩავრთოთ კიდევ დამატებით 15 საავადმყოფო შესაბამისად 2000-ზე მეტი საწოლფონდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics