|
2020-10-28 21:24:52, 823 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს იმერეთის რეგიონში ქვეყნის გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კლდეეთს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ მიხეილ შალამბერიძესთან და „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორთან, აზერ მამმედოვთან ერთად ესტუმრა. ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა მათი სოფლების გაზიფიცირების პროექტის წარმატებით დასრულება. სოფელ გოგნიში მცხოვრები 205 მოსახლე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით, რისთვისაც აშენდა 20 456 გრძივი მეტრი გაზსადენი. რაც შეეხება ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო კლდეეთს, სოფლის 216 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით. მთლიანად თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 5 დასახლებული პუნქტი და 900-მდე ოჯახი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, გაზიფიცირდა 21 დასახლებული პუნქტი და 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა. ამჟამად, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ორ დასახლებულ პუნქტში, სადაც 200-მდე აბონენტს საშუალება მიეცემა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი გააკეთა გეგმაზელის მიხედვით საქართველოს გაზიფიცირების 2019 – 2021 წლის პროგრამის ფარგლებში 384 დასახლებული პუნქტი მთლიანად გაზიფიცირდება და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 % იქნება. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, რომლებსაც ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, ეს პროგრამა გაგრძელდება - შემდგომი სამწლიანი პროგრამა უკვე 2022-24 წლებში განხორციელდება, მის ფარგლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და შედეგად, 2024 წლის ბოლოს საქართველოს 600-მდე ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)