22:02 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 17:51:51, 514 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ისვენებდნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვევით აჭარაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ისვენებდნენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად რეგიონს 5 სექტემბერს ეწვივნენ და 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დასვენება/რებილიტაციის კურსი გაიარეს.

გამგზავრებამდე ბავშვები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ნაკაიძემ და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სურმანიძემ მოინახულეს.

მოზარდებმა 14 დღის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა. 2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics