13:12 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 15:16:31, 637 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია ჟურნალისტებს - თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, კიდევ ერთხელ გავიტესტე

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში - ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,  ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„სასიამოვნოა ჩემთვის ძალზედ, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ. პირველი, არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, ეს არის მეტრზე ახლოს დისტანციაზე მყოფი, თხუთმეტ წუთზე დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. მეორე, იმ პასუხისმგებლობიდან მინიალური შანსი არსებობს, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე კიდევ ერთხელ გავიტესტე და პასუხი უარყოფითია“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics