|
2020-10-14 13:46:29, 434 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N156 ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე რაგბის პირველი მოედანი გაიხსნა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი პროექტი განახორციელა - ისნის რაიონში მდებარე N156 ბაგა-ბაღის ეზოში რაგბის პირველი მინი-სტადიონი მოეწყო. ახალი სტადიონი სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ გახსნა. ღონისძიებას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი დაესწრნენ. „უმნიშვნელოვანესი პროექტი განვახორციელეთ ისნის რაიონის N156-ე ბაღში - საქართველოს მასშტაბით პირველად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტერიტორიაზე რაგბის მინი-სტადიონი მოეწყო. ეს პროექტი გარკვეულ სიახლეებს შეიტანს მეთოდოლოგიაშიც, რადგან ჩვენ დავგეგმეთ პერსონალის გადამზადება სპორტის ამ სახეობის წესების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი ცოდნით წარმართონ სპორტული აქტივობები ბაღში და ბავშვებს რაგბი შეაყვარონ. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური პროექტი სხვა ბაღებშიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. იდეის ავტორი ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძეა. მან ბაგა-ბაღის აღსაზრდელები რაგბის ბურთებით დაასაჩუქრა და მათთან ერთად სპორტულ აქტივობაშიც ჩაერთო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)