2020-10-13 15:11:42, 579 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის
ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარია ერთადერთი ძლიერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემების 1 წელიწადში დაძლევას.
„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ეს არის არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ამჟამინდელი, არამედ მომავალიც, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს მაქსიმუმ 1 წელიწადში და ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან