00:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 16:53:29, 1237 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დროებითია.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, როგორც ბაირამოვმა ბაქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხარეებს შორის შეთანხმება იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც „წითელ ჯვარს“ დაღუპულთა ცხედრების გასაცვლელად დასჭირდება.

ცნობისთვის, მოსკოვში გამართული 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics