03:37 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 12:23:15, 865 ნახვა

რეგიონი
ბესარიონ სიმონიშვილი ხაშურში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები მოისმინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს  საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

მიმდინარე წელს,  ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics