|
2020-10-09 14:01:17, 836 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ეპიდვითარების დასტაბილურების გამო, შესაძლოა, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურების და შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ გააკეთა კომენტარი. ,,იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. რამდენიმე დღის წინ აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა 416 ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში. დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების და უწყებების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, რეგიონში შემთხვევების კლების დინამიკა ნარჩუნდება და დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პირველი რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)