|
2020-10-07 22:50:04, 440 ნახვა
საზოგადოება
ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა. ცენტრი მედიის მონიტორინგს ახორციელებს, რომლის მიზანია, გამოკვეთოს რა ტიპის ყალბი ამბები თუ დეზინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო პროცესებთან მიმართებით. ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობას დღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე გაეცნენ. მათ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღინიშნა, რომ საარჩევნო პერიოდში, როდესაც გამორჩეულად მაღალია ინტერესი საარჩევნო პროცესების მიმართ, აუცილებელია გავრცელებული ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ანალიზი. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით გაიხსნა. „ჩვენ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან - IFES-სთან და USAID-თან ერთად გავხსენით ინფორმაციის დაცულობის ცენტრი. ამ ცენტრში იმუშავებენ ახალგაზრდები, რომლებიც დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ ყველა ინფორმაციას, რაც არჩევნებს უკავშირდება, იქნება ეს დეზინფორმაცია, თუ ყალბი, დაუზუსტებელი ან არასწორი. ამ მონაცემების ანალიზის მიზანია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარე, და პირველ რიგში ამომრჩევლები, ზუსტად და სწორად იყვნენ ინფორმირებული არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულებისას. როგორც USAID-ის დემოკრატიული მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა განაცხადა, ინფორმაციის სანდოობა უნდა იყოს დაცული, ვინაიდან არიან წყაროები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. „ძალიან კმაყოფილი ვარ ცესკოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრით, რადგან ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ მნიშვნელოვან ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას შეუწყობს ხელს, ასევე ამომრჩეველთა სწორ ინფორმირებას და რა თქმა უნდა, გაზრდის ქართველი ამომრჩევლების მოტივაციას არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა ადამ შმიდტმა. ცენტრი პირველი ოქტომბრიდან ამუშავდა და მონიტორინგს საარჩევნო პერიოდში განახორციელებს. მათ მიერ მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)