|
2020-10-06 22:01:58, 759 ნახვა
კომენტარი
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ინტენსიურად მუშაობს
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ. შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა. მერობის კანდიდატის თქმით, დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად ხორციელდება და ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს. "მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები ქუთაისს საკუთარ მშობლიურ ქალაქად მიიჩნევენ, ეს ასეც არის, რადგან ეს ქალაქი მათთვის უკვე მშობლიურია, თუმცა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მიწაწყალს დაუბრუნდნენ, სადაც ყოველი ქვა და კენჭი მათთვის მშობლიურია, იქამდე კი მათთზე ზრუნვას აქ გავაგრძელებთ. აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ბინები, რომლითაც ისინი სახელმწიფომ უზრუნველყო, ძირითადად, დაკანონებული აქვთ. ორ კორპუსში არსებობდა ლიფტების პრობლემა, რომელიც მერიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ტენდერი დასრულებულია და ორივე კორპუსში ლიფტები ოქტომბრის ბოლომდე რეაბილიტირდება. მერია ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რიგი კომუნალური პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)