|
2015-09-18 12:56:59, 1212 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარზე მიგრანტებისგან დასაცავად ერთ დღეში კედელს ააშენებს
უნგრეთი ხორვატიასთან საზღვარზე მიგრანტებისგან დასაცავად ერთ დღეში კედელს ააშენებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიკტორ ორბანმა განაცხადა. ორბანის თქმით, კედელს, რომლის სიგრძე 41 კილომეტრი იქნება, უნგრეთის ჯარი აღმართავს. პრემიერის განცხადებით, კედელის აშენება აუცილებელი ზომაა, რადგან ბუდაპეშტს მიგრანტების კრიზისთან გამკლავებაში არც სერბეთის, არც ხორვატიის და არც დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარების იმედი არ აქვს. უნგრეთის ჯარი კედელს დღის ბოლომდე დაასრულებს, ხოლო შემდეგ მისი გამაგრება იგეგმება. თავის მხრივ, გერმანია იმ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებენ, ფინანსურ დახმარებას არ გაუწევს. „ევროპული საზოგადოება ჰუმანისტურ პრინციპებს ეყრდნობა. მაშინ, როდესაც ჩვენ მიგრანტებისთვის სკოლებსა და სახლებს ვაშენებთ, სხვა ქვეყნებს მავთულხლართებს ავლებენ და გაჭირვებულთათვის კარებს ხურავენ. ისინი, ვინც ჩვენ ფასეულობებს არ იზიარებენ, ჩვენ ფულს არ მიიღებენ“, – განაცხადა გერმანიის ვიცე–კანცლერმა ზიგმარ გაბრიელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)