|
2020-10-05 16:54:18, 523 ნახვა
საზოგადოება
წყალმომარაგების კომპანია - გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს
ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონცამებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკურ რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" წყალმომარაგების კომპანიამ განუცხადა. "გაერთიანებული წყალომარაგების კომაპნია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სათავენ ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე . აღსანიშნავია, რომ წყალმომარგების კომპანია გორში, ყოველდღიურად იღებს წყლის სინჯებს სხვადასხვა ლოკაციიდან. გასულ დღეებში ჩატარებული სინჯების მონიტორინგის შედეგების მიხედვით სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს სრულად აკმაყოფილებდა", - აცხადებენ კომპანიაში. შეგახსენებთ, რომ გორში, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 46 ბავშვი შეიყვანეს. კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლია ლაზარაძის განცხადებით, 16 რჩება სტაციონარში, დანარჩენები კი ბინაზე გაეწერნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)