19:54 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 14:18:05, 446 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე იპოდრომის ტერიტორიის გადაცემაზე - ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა, თუმცა ამომრჩეველზე აღარაფერი იმოქმედებს

ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე დედაქალაქისთვის იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის გადაცემის საკითხს.

როგორც მან ჟურნალისტებთა საუბრისას აღნიშნა, ამომრჩეველზე არანაირი მოსყიდვა აღარ იმოქმედებს.

„რეალურად, ეს პარკი ჩვეულებრივად ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იყო. ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა. ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ ეს პარკი უნდა ყოფილიყო ხალხის საკუთრება. ადამიანებზე და ამომრჩეველზე არაფერი აღარ იმოქმედებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics