|
2020-10-05 13:53:27, 467 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკი: კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. კვლევის თანახმად, საქართველო, სარეიტინგო ქულით, უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს - ესპანეთს, კვიპროსს, პოლონეთს, ჩეხეთს, ლატვის, სლოვაკეთს, იტალიას, მალტას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი - ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი მონაცემი მხოლოდ ესტონეთსა და ლიეტუვას აქვს. “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ეყრდნობა ათეულობით მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, შეფასებებსა და რეიტინგებს, რომელთა შორის აღსანიშნავია საერთაშორისო გამჭვირვალობის სპეციალური კვლევა „კორუფციის გლობალური ბარომეტრი“ (Global Corruption Barometer), საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ (Open Budget Index), მსოფლიო მართლმსაჯულების „კანონის უზენაესობის ინდექსი“ (Rule of Law Index), Freedom House-ს ანგარიში და სხვ. აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის, მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)