|
2015-09-18 00:23:55, 1421 ნახვა
კომენტარი
ლილიკო გელაშვილი: გიგი უგულავა ციხეში იქნება თუ გარეთ არ აქვს მნშვნელობა
ადვოკატ ლილიკო გელაშვილის აზრით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი კანონიერი იყო. როგორც გელაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ზუსტად არ იცის რა მოხდა სასამართლოში ან იყო თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი ყველა მოსამართლის მიერ ხელმოწერილი. „თავს შევიკავებ ვიმსჯელო. კანონიეად იყო თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება ან რამდენად იყო შესაძლებელი ხელმოუწერელიი დოკუმენტი გამოეტანათ სასამართლოს სხდომაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ის რომ ცხრათვიანი, რომელსაც კანონი განსაზღვარს, პატიმრების მიმართ ირღვეოდა. იურისები ყოველთვის, 9 წლის განმავლობაში 9 თვიანი პატიმრობის ანტიკონსტიტუციურობაზე. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ ეს ნორმა, წინა ხელისუფლების მიერ არის მიღებული და რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს, მრავალ საქმეზე ამ ვადებს სწორედ ისინი არღვევდნენ. ამიტომ, ჩემთვის როგორც იურისტისათვის, ვადიების დარღვევა სულ იყო და იქნებოდა ანტიკონსტიტუციური“ - განაცხადა გელაშვილმა. ადვოკატის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. „გიგი უგულავა ციეში იქნება თუ გარეთ არ აქვს მნშვნელობა, კანონი და საკნტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. თუ ამას ჩვთვლის საზოგადოების ერთი ნაწილი გამარჯვებად - ჩავთვალოთ. მაგრამ უგულავას და მის გუნდს ამ ქვეყნის უმრავლესობამ, რამდენიმეჯერ და თანაც არჩევნების გზით უთხრა არა“ - აღნიშნა ლილიკო გელაშვილმა. დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსამართლე ლილი მსხილაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)