|
2020-10-02 11:53:06, 1212 ნახვა
საზოგადოება
Freedom House - კოვიდ19-ით გარდაცვალების დაბალმა მაჩვენებელმა „ქართული ოცნების“ პოპულარობა არჩევნების წინ მნიშვნელოვნად გაზარდა
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House აქვეყნებს ანგარიშს, სახელწოდებით „დემოკრატია კარანტინში“. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს გლობალური მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სიკვდილიანობის დაბალმა მაჩვენებელმა „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა ოქტომბრის არჩევნების წინ. „საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა, მთავრობის მიერ პანდემიის დროს გადადგმულმა გამჭვირვალე ნაბიჯებმა, მოსახლეობაში მოწონებით სარგებლობს. საქართველოს გლობალური მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი აქვს, რამაც „ქართული ოცნების“ პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა ოქტომბრის არჩევნების წინ“, - ვკითხულობთ სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)