11:22 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 10:35:28, 536 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება

„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად  აწარმოებს ბოსტნეულს  (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის  მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური  5 ადამიანს ასაქმებს.

„ „საქართველოს ბანკი“ აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics