|
2020-09-30 00:10:00, 459 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლები შენდება
ნაძალადევის რაიონში, მოლოკოვის ქუჩაზე ორი საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 18 და 15-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედლები შენდება. ბეტონის სამუშაოების დასრულების შემდეგ, მავთულბადის ღობეები დამონტაჟდება და გზის საფარი მოწესრიგდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო.
„მოლოკოვის ქუჩა N10-ში არსებული კედელი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ასევე, N19-თან იშლებოდა გრუნტი. მიმდინარეობს ორი კედლის მშენებლობა, რის შემდეგაც, N10-ში ასფალტის საფარი დაიგება, N19-ში კი გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 94 854 ლარს დახარჯავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)