21:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 13:06:34, 1068 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

როგორც თავშესაფრის დირექტორმა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 5 ბენეფიციარს, რომლის პასუხებიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„30 ბენეფიციარი გვყავს საავადმყოფოში გადაყვანილი. 30-დან 25-ს აქვს დადასტურებული კოვიდ19, 5-ის პასუხს კი, ველოდებთ, სამწუხაროდ გვყავს ასევე 10 დაინფიცირებული თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია საკარანტინე სასტუმროში“, - განაცხადა დეკანოზმა.

მოგვიანებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ კოვიდ19 თავშესაფარში 13 ბენეფიციარს და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული, 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 270-ით გაიზარდა. ამასთანავე, დღეს კოვიდ19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ლეტალობის შემთხვევათა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics