|
2020-09-29 11:20:33, 509 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ტრენინგი უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა საპოლიციო ქვედანაყოფების მოსამსახურეებისთვის ონლაინ ტრენინგი დაიწყო. ონლაინ კურსი აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით ხორციელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს. ტრენინგის მიზანია სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, საფრთხეებისა და რისკების დროული გამოვლენა, მათი შეფასება, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება. სწავლების მონაწილეები განიხილავენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნული ბრძანების თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთან, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ რეკომენდაციებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)