|
2020-09-25 15:24:05, 1157 ნახვა
სამხედრო
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
ირაკლი ღარიბაშვილმა და ტიბორ ბენკომ საქართველოსა და უნგრეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები უწყებაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, კოლეგებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრელ კოლეგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საფრთხეებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM) უნგრელი ოფიცრების აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში, უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდება. ტიბორ ბენკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს გმირთა მოედანზე მიაგებს პატივს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს. უნგრეთის თავდაცვის მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)