|
2020-09-25 13:33:06, 739 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი 86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. მღებრივშვილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა. „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. გარემოებიდან გამომდინარე იგი ექვემდებარება კარანტინის გავლას. კარანტინის შემდეგ მეტი კომუნიკაცია გვექნება და მეტ ინფორმაციას შევიტყობთ. ძალადობის ვიზუალური ნიშნები მას არ აღენიშნება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, რომ რომ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტი მას ღამურებზე უკანონო ნადირობას ედავებოდა. ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა მღებრიშვილი გაასამართლა და 3 თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)