06:28 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 17:44:36, 1182 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ქედის მერმა ლევან გორგილაძე, პირველ მოადგილე როლანდ ბერიძესთან და მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს, დაბა ქედაში, N2 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებს (სადაც მალე პროფესიული სასწავლებლის გახსნა იგეგმება) და მეწყერსაწინააღმდეგო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მიერ დაკვეთილი პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქედაში, შეიძლება ითქვას, აქტიურ რეჟიმში გრძელდება და მშენებლობის ხარისხს სისტემატიურად ამოწმებს მერიაში შექმნილი სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი. წელს ქედაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო პროექტებისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, რაც ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიწოდებას ერთმნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

✔ აქუცის ხიდის მშენენლობის ღირებულება 923 000 ლარს შეადგნს;

✔ მეწყერსაწინააღმდეგო პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია;

✔ საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის კი, 57 200 ლარი დაიხარჯება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics