|
2020-09-22 15:02:19, 601 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვარში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე გარე ტრენაჟორები განთავსდა. სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ეწყობა წყალ-მცენარეებით გაწყობილი აუზი, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. მიმდინარე პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 681 453 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)