21:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 12:43:53, 536 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო დაცვის მხარე კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ბრალდებულ მერაბ ბესელიას ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, რაგბის მხარე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, რაც სრულიად უსაფუძვლოა. მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების დროს ფაქტობრივ და ფრომალურ საფუძვლებზე პრეტენზიას გამოთქვამს.

შეგახსნებთ, რომ რაგბის კავშირში დაპირისპირება 3 დღის წინ მოხდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი. მერაბ ბესელია სამართალდამცველებმა მცხეთაში აიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics