|
2020-09-18 15:45:19, 611 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ ერთი ავარიული ბაღის დემონტაჟი დაიწყო. სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩა N1-თან მდებარე ამორტიზებული ბაგა-ბაღის შენობის ფლიგელს კონტრაქტორი კომპანია ოქტომბრის ბოლომდე დაშლის, რის შემდეგაც, ამავე ტერიტორიაზე დაკონსერვებული მშენებლობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. „მოსახლეობა აღნიშნულ დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას წლებია ითხოვს. ამ რაიონში დღემდე, ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივთა მაღალ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. წელს ამ შენობის დემონტაჟი დავიწყეთ და უკვე მომავალ წელს, შეჩერებულ მშენებლობას გავაგრძელებთ. ძალიან მალე აფრიკის დასახლებას ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი ექნება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. ახალი საბავშვო ბაღი 15-ჯგუფიანი იქნება და 500 აღსაზრდელს მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)