|
2020-09-18 15:28:17, 575 ნახვა
საზოგადოება
EMC - რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია
„რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია“, - ამის შესახებ განცხადებას EMC ავრცელებს. მათივე ინფორმაციით , მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, სასიცოცხლოდ აუცილებელია. EMC მოუწოდებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს სს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება. ასევე მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ქუთაისში მომხდარი საწარმოო შემთხვევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)