|
2020-09-17 10:14:37, 571 ნახვა
საზოგადოება
თბილისში პირველად საერთაშორისო ფორუმი „State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა
თბილისში, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში, ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „StrategEast State and IT Eurasian Forum“ ჩატარდა. ფორუმი ორგანიზებული იყო აშშ-ში დაფუძნებული „StrategEast“ ცენტრის მიერ, რომელიც ყოველწლიურად თავს უყირის IT - საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა, ხოლო წელს ამ საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა. ფორუმმა თავი მოუყარა IT ინდუსტრიის ლიდერებს, მაღალი რანგის ამერიკელ, ევროპელ და რეგიონის ოფიციალურ პირებს, საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს, „Think Tank“-ებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და გლობალურ ტექ-ანტერპრენერებს. COVID-19 პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ფორუმი გაიმართა უჩვეულო - ონლაინ და ოფლაინ ფორმატებით. მონაწილეთა ერთმა ნაწილმა ისაუბრა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიის დარბაზიდან, ხოლო მეორე ნაწილი, ვინც საქართველოში არ იმყოფებოდა, ღონისძიებას ონლაინ კონფერენციის ფორმატით შეუერთდა. ღონისძიების პირდაპირმა ეთერმა საშუალება მისცა თემით დაინტერესებულ აუდიტორიას ონლაინ ედევნებინა თვალი ფორუმის მსვლელობას. ფორუმის მთავარი მომხსენებელი იყო პროფესორი ბეატა ჯავორიკი (Prof. Beata Javorcik) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი. StrategEast State and IT Eurasian Forum - ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განხილული იყო შემდეგი თემები:
წელს ფორუმის წამყვან თემად შეირჩა "ტექნოლოგია, როგორც წამალი" - ფორუმის მონაწილეებმა IT ინდუსტრია განიხილეს, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)