|
2015-09-15 16:17:55, 720 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მძიმე მრეწველობის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
საქართველო პირველად ფერო შენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა 171-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებაში მსოფლიო ბაზრის ასამდე ლიდერი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს. ყოველწლიური კონფერენციის მიზანი ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების, არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ურთიერთგაზიარებაა. ბიზნეს ფორუმი ქართულ კომპანიებს მეტალურგიის მსოფლიო რუქაზე პოზიციების გაძლიერების საშუალებას მისცემს. ,,ფეროშენადნობი პროდუქციისა და მანგანუმის წარმოება საქართველოს ეკონომიკის ლიდერი დარგია. მისი წილი ექსპორტში 700 მლნ ლარზე მეტია და დაახლოებით 15 ათასი ადამიანია დასაქმებული. მსგავსი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმების საქართველოში ჩატარება ამ დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ფერო შენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა გაერთიანების წარმომადგენლმა სულხან ხვედელიძემ. ,,ეს-ტი-ემ” ჯგუფის გენერალური დირექტორ იგორ იკოვენკოს მიაჩნია, რომ ქართულ ფეროშენადნობებს მსოფლიო მეტალურგიის ბაზარზე დიდი პერსპექტივა აქვს. მეტალურგ მწარმოებელთა ინტერესი ქართული წარმოების მიმართ კი დღეს აშკარაა. დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები უახლოეს მომავალში ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის” დაფუძნებას გეგმავენ. კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო ბიზნეს გარიგებებიც შედგება.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)