17:19 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 18:42:59, 3622 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში კიდევ ერთი აქცია დაშალეს, დაკავებულია ქალები და მოხუცები

მინსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, სადაც ლუკაშენკოს მართველობა მოხუცებმა და ქალებმა გააპროტესტეს.

აქციას სხვა მომიტინგეებიც შეუერთდნენ და მსვლელობა ქალაქის ცენტრისკენ გააგრძელეს.

"მე ვსეირნობ!" - ასე ერთხმად უპასუხეს მომიტინგეებმა სამართალდამცავების მოწოდებას, რომ დაშლილიყვნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ უწევენ წინააღმდეგობას აქციის მონაწილეები პოლიციას, რომელიც მათ დაკავებას ცდილობს.

ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით ქალები და მოხუცები დააკავეს, რომელთა შორისაც 73 წლის აქტივისტი, ნინა ბაგინსკაია მოხვდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics