06:47 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 13:31:05, 2427 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა

გლდანის რაიონში, ვეკუას ქუჩის ზედა მხარეს არსებულ ბოჭორიშვილისა და კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის რაიონში მსგავსი პროექტები ეტაპობრივად, ყველა იმ ქუჩაზე განხორციელდება, რომელიც უხვი ნალექის დროს ცენტრალურ ქუჩას პრობლემას უქმნის და სანიაღვრე ქსელის მოწყობას საჭიროებს.

„ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა მიმდებარე, მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელი ქუჩები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფაქტობრივად, არცერთ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ამ ორ ცენტრალურ ქუჩას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, ბოჭორიშვილისა კეცხოველის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. პარალელურად, მივყვებით ყველა იმ ქუჩას, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს, რათა ამ  მიმართულებით ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics