06:47 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 12:18:14, 2796 ნახვა

საზოგადოება
თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო

თეატრების, კინოთატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადავადდა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დაწესებულებები 1-ლი ნოემბრიდან გაიხსნება.

„უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების და გარკვეული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში. კერძოდ, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ თეატრებთან და კინოთეატრებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი უნდა გახსნილიყო 15 სექტემბრიდან და ნაწილი 1-ლი ოქტომბრიდან, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებიდან გამომდინარე მათი გახსნა გადაიდო ერთი თვით. შესაბამისად, თეატრები და კინოთეატრები, ისევე როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება 1-ლი ნოემბრიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics