|
2020-09-04 10:30:26, 2517 ნახვა
საზოგადოება
შუახევში ავარიის დროს დაშავებულმა ერთ-ერთმა პირმა კლინიკა დატოვა, ხოლო მეორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შუახევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პირიდან, ერთ-ერთმა კლინიკა დატოვა, ხოლო მეორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ ბათუმის ირის ბორჩალოს სახელობის ჯანმრთელობის ცენტრის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა. ექიმის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციები ამ დროსითვის დამაკმაყოფილებელია. „ავადმყოფი ხოჯრევანიძე, 52 წლის, ინტენსიურ განყოფილებაში შემოვიდა 4-რიცხვში, 00:15 საათზე. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა. აღენიშნება ქალა ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მდგომარეობა სტაბილურია. სასიცოცხლო ფუნქციები ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება მეორე ავადმყოფს, მან კლინიკა დატოვა“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)