10:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 19:04:17, 19109 ნახვა

ომი უკრაინაში
„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, რომლის ორ თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მუშაობა განაახლა

„ნიკორას“ ერთ-ერთმა ფილიალმა, რომლის ორ თანამშრომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მუშაობა განაახლა.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ნიკორა“ ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ნიკორას“ არც ერთ ინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან კონტაქტი არ აქვს მისი სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე.

 „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი ქსელის ერთ-ერთ ფილიალში COVID 19-ის დაფიქსირების ფაქტთან დაკავშირებით.

კერძოდ, ქ.თბილისში ვაჟა-ფშაველას N28 არსებულ „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს ფილიალში 2 თანამშრომელს დაუფიქსირდა  COVID 19. ინფორმაციის მიღებისთანავე  ფილიალიდან მოხდა ყველა თანამშრომლის გამოყვანა, PCR ტესტზე შემოწმება და თვითიზოლაციაში გადაყვანა. ამავდროულად ფილიალში ჩატარდა სადენზინფექციო სამუშაოები ორი სხვა და სხვა კომპანიის  მიერ, რის გამოც 24 საათის განმავლობაში ობიექტი იყო დაკეტილი.

ფილიალმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა აღადგინა დღეს დილით 9 საათიდან სრულად შეცვლილი კადრებით.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ერთ ინფიცირებულ თანამშრომელს მომხმარებელთან კონტაქტი არ აქვს მისი სამუშაოს შინაარსიდან გამომდინარე.

„ნიკორა სუპერმარკეტი“ გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადეს „ნიკორაში“.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics