|
2020-09-02 17:55:18, 3489 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასტუმრო „ოაზისი“ გარკვეული ვადით ჩაიკეტება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასტუმრო „ოაზისი“ გარკვეული ვადით ჩაიკეტება. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილისა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო. „დღესდღეობით, მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის, მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი დაფიქსირდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ამასთან, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ ამ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს მათი გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში, პროტოკოლის შესაბამისად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“, ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)