|
2020-09-02 17:40:14, 3865 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: 2012 წლის შემდეგ ღვინის წარმოება და ექსპორტი 5-ჯერ გაზრდილია, რაც ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
2012 წლის შემდეგ ღვინის წარმოება და ექსპორტი 5-ჯერ გაზრდილია, რაც ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ექსპორტი შემცირებულია მცირედით რაოდენობაში, მაგრამ უფრო დიდად თანხაში. „საქართველოში წარმოებული ღვინის დიდი ნაწილი, 80%-ზე მეტი, ექსპორტზე გადის. ზოგადად, საქართველოში აქცენტები კეთდება საექსპორტო პროდუქტებზე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ და მცირე შიდა ბაზარი გვაქვს. გარდა ამისა, შიდა ბაზარზე ტურისტული ნაკადების შემცირებამ იმოქმედა და ღვინის კომპანიებისთვის მდგომარეობა გაართულა. ექსპორტი შემცირებულია მცირედით რაოდენობაში, მაგრამ უფრო დიდად თანხაში. შემცირებული შემოსავლების პირობებში, შემცირებული იყო ღვინის კომპანიების მსყიდველობითი უნარი და თუ არა ის მასტიმულირებელი მექანიზმები, რომლებიც ჩვენ შევქმენით და თანხის განაწილება, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობდა სუბსიდირებას და, მეორე მხრივ, კომპანიებისთვის იაფი ფინანსური საბრუნავი საშულებების გაჩენას, რთველი იქნებოდა პრობლემატური. ჩვენ, გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ წლევანდელი რთველი ჩავატაროთ წარმატებით და ფერმერების შრომა დაფასდეს. მომავალ წლებში, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანმიმდევრულ მუშაობას, რომელიც მიდიოდა საექსპორტო ბაზრების ზრდის და გაფართოების კუთხით. ჩვენ, 2012 წელს, გვქონდა, დაახლოებით, 20 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი, დღეს გვაქვს, დაახლოებით, 100 მლნ ბოთლის ანუ 5-ჯერ გაზრდილი რაოდენობაში. ასევე, მინიმუმ, 5-ჯერ არის გაზრდილი ინდუსტრია, გაზრდილია გადამმუშავებელი სიმძლავრეებიც, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იყო თანადაფინანსებული. დღეს, დაახლოებით, 300 000 ტონა ყურძნის დაბინავებაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინდუსტრიულად 50 000 ტონა ყურძენი მუშავდებოდა. ეს რიცხვები ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)