|
2020-09-02 13:11:11, 3049 ნახვა
საზოგადოება
პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების განთავსებას წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში შეძლებენ
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, დარღვევების შემთხვევაში, კანონის შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინონ. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება. საარჩევნო კამპანია იწყება. ამიტომ, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა, რომელიც დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. დამტკიცების შემდეგ, აღნიშნული ნუსხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. დოკუმენტში მოცემულია ადგილები, თუ სად შეიძლება პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო პლაკატები განათავსონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ საარჩევნო პლაკატები მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ ადგილებში განათავსონ. „მინდა, მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ დამტკიცებული დოკუმენტით. ქალაქში შესაბამისი ადგილებია გამოყოფილი. დადგენილებით არის განსაზღვრული, თუ სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, პოლიტიკური პარტიები დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. ყველამ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქალაქს, ვიზრუნოთ ქალაქის ვიზუალზე და სისუფთავეზე. შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება, იხელმძღვანელოთ ამ დოკუმენტით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)