13:15 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 15:43:08, 3838 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ბედნიერი ვერ იქნება.

ამის შესახებ მან სიონის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რამდენიმე ბავშვის სიკვდილი ერთის გადასარჩენად არასწორია.

„ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ემსხვერპლება ხოლმე და რანაირად იქნება ის ბავშვი ბედნიერი. როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად რამდენიმე კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უკვე ჩასახული და სული მინიჭებული აქვს. რამდენიმეს სიკვდილი კი ერთის გადასარჩენად, არ არის სწორი, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთოს, მაგრამ ეს ასეა, მე კი არ მომიგონია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები დაზუსტდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics