23:27 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 11:49:35, 4148 ნახვა

ეკონომიკა
„მეგრული ჩაი“ „თიბისის“ მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

კომპანია „მეგრული ჩაის" დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა.  „მეგრული ჩაი"  უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ" თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

„მეგრული ჩაის" წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ  მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და  უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics