|
2020-08-24 18:15:50, 1847 ნახვა
საზოგადოება
ლევან რატიანი - შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს
„შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პალამეტრებს“ , - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ოპერაციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა პაციენტებს აღარ სჭირდებათ. „სამივე ქალბატონს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები, მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მოთავსდნენ რეამინაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ორ ქალბატონთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში სამივე ქალბატონი დაიწყებს გამოჯანმრთელებას. საშუალო ასაკი არის 25 წელი, სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივეს აღენიშნება ტრავმული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ სამივეს სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ არის საჭირო, ყველა ზომა მივიღეთ, რაც აუცილებელი და გადაუდებელი იყო“ , - ლევან რატიანი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)