|
2020-08-24 14:33:45, 1716 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვწუხვარ შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო, ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰან ბაირამოვი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ბაირამოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სოლიდარობას უცხადებს. „ძალიან ვწუხვარ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარ ქართველებს!“, - წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)