|
2020-08-24 11:44:21, 1351 ნახვა
საზოგადოება
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, პოლიტრავმის დიაგნოზით. არის სხეულის მრავლობითი დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არასტაბილური ჰემოდინამიკა. ახალგაზრდა ასაკის არიან, სამივე მძიმეა, ორი რეანიმაციაშია, ერთთან მიმდინარეობს კვლევები“, - განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა. ცნობისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)