|
2020-08-20 13:02:39, 1001 ნახვა
სამართალი
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მწყემსი, რომელმაც მისი შვილის ცხედარი იპოვა, „სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილის საქმის გაყალბება ქვემო ქართლის პოლიციიდან დაიწყო, როდესაც ლადო ბაჭულაშვილმა მას ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ მისი შვილი მაგარ შარში იყო. „საქმის გაყალბება პოლიციიდან დაიწყო. ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილსა და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარებას, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ ხუთი დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე, კომპიტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა, წაშალეს მონაცემები კომპიტერიდან, ტელეფონიდან. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ბაჭულაშვილმა ე.წ. ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)